მიწოდების პირობები
ქვემოთ მოცემული პირობები ადგენს pillz.ge-ზე განთავსებული შეკვეთების მიწოდების ზოგად წესებს. შეკვეთის გაფორმებით თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს.
1. შეკვეთის გაფორმება
შეკვეთას აფორმებთ ვებსაიტის საშუალებით — კალათაში პროდუქტების დამატებისა და შეკვეთის გაგზავნის შემდეგ. სავალდებულოა სწორი საკონტაქტო მონაცემები: სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი და სრული მიწოდების მისამართი.
2. მიწოდების ზონა და ვადები
III ჯგუფის (OTC) მედიკამენტები, ვიტამინები, კოსმეტიკა და სხვა არამედიკამენტური პროდუქტები შეიძლება მიეწოდოს მთელი ქვეყნის მასშტაბით (საქართველოს ფარგლებში), სადაც ლოგისტიკურად ხელმისაწვდომია.
- თბილისი: მიწოდება ჩვეულებრივ ხორციელდება 24 საათის განმავლობაში შეკვეთის დადასტურებიდან. კვირა დღე ფორმალურად შეიძლება იყოს გამონაკლისი, თუმცა პრაქტიკაში მიწოდება ხშირად კვირასაც ხორციელდება.
- საქართველოს სხვა რეგიონები (OTC და არარეცეპტური შეკვეთებისთვის): მიწოდება ჩვეულებრივ ხორციელდება 2 დღის განმავლობაში შეკვეთის დადასტურებიდან.
თუ მიწოდება არ მოხდა ზემოთ მითითებულ ვადებში (გარდა ძალზე განსაკუთრებული, თქვენთან წინასწარ შეთანხმებული შემთხვევებისა), მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს გადახდილი თანხის დაბრუნება.
მარაგის ნაკლებობამ, ტექნიკურმა შეფერხებამ ან ფორს-მაჟორმა შეიძლება გამოიწვიოს მიწოდების შეფერხება — ამ შემთხვევაში დაგაცნობებთ და, საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ ალტერნატივას ან დაბრუნებას.
3. გადახდა
გადახდა შესაძლებელია საიტის მეშვეობით შეკვეთის გაფორმებისას ან კურიერთან შეკევეთის ჩაბარებისას (ნაღდით ფულით ან ბარათით).
4. მიღება და პასუხისმგებლობა
პროდუქტის მიღებისას გთხოვთ შეამოწმოთ შეფუთვა და რაოდენობა. თუ მიწოდებისას აღმოაჩნდა დაზიანება ან შეუსაბამობა, დაგვიკავშირდით რომ მოხდეს, ჩანაცვლება ან დაბრუნება კანონისა და შიდა წესების შესაბამისად.
5. ცვლილებები
ვიტოვებთ უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, განვაახლოთ მიწოდების პირობები. აქტუალური ვერსია ყოველთვის ხელმისაწვდომია ამ გვერდზე. განსაკუთრებული შემთხვევებისთვის გამონაკლისები შეიძლება შეთანხმდეს წერილობით ან ზეპირად ჩვენს წარმომადგენლებთან.
6. საკონტაქტო ინფორმაცია
მიწოდებასთან დაკავშირებული კითხვებისთვის:
- ელ-ფოსტა:
- ტელეფონი: 0322 1111 24, 544 1111 24