აკატინოლი  10მგ 90 ტაბლეტი (Akatinol tab 10mg #90)

აკატინოლი 10მგ 90 ტაბლეტი

Akatinol tab 10mg #90

ქვეყანა:
Germany
ბრენდი:
მერც ფარმა
127.43₾
რაოდენობა:
1

მიწოდება თბილისში: დღეს

რეგიონებში: 2 სამუშაო დღე

მსგავსი პროდუქტები:

ONE 18

99.00₾

🇺🇸 Celebrate Vitamins

ONE 18 • 1 pcs

ინფორმაცია პროდუქტზე:

აკატინოლი ტაბლეტი 10მგ შემადგენლობა: მემანტინის ჰიდროქლორიდი - 10 მგ დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა 174,75 მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა 52,1 მგ, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი 1,25 მგ, ტალკი 11,15 მგ, მაგნიუმის სტეარატი 0,75 მგ. ჩვენებები: ​დეგენერაციული დემენცია (ალცჰაიმერის ტიპის), სისხლძარღვოვანი დემენცია, შერეული ტიპის დემენცია ნებისმიერი სიმძიმის. მეხსიერების, კონცენტრაციის და სწავლის უნარის დაქვეითება. ქალა-ტვინის ტრავმის, გაფანტული სკლეროზის და ინსულტის შედეგად განვითარებული ცერებრალური და სპინალური სპასტიური სინდრომი. დოზირების რეჟიმი: დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად. მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია მინიმალური ეფექტური დოზით. დემენცია მოზრდილებში: მკურნალობის პირველ კვირას ინიშნება 5 მგ/დღეში, მეორე კვირას-10 მგ/ დღეში, მესამე კვირას 15-20 მგ/დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზა გაიზარდოს ყოველკვირეულად 10 მგ-ით, სანამ დღიური დოზა არ მიაღწევს 30 მგ-ს. სპასტიური სინდრომი განპირობებული ცნს-ის პათოლოგიით: მკურნალობის პირველ კვირას ინიშნება 10 მგ/დღეში, მეორე კვირას 10 მგ/ დღეში, მესამე კვირას- 20-30 მგ/ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზა გაიზარდოს ყოველკვირეულად 10 მგ-ით, სანამ დღიური დოზა არ მიაღწევს 60 მგ-ს. საშუალოდ შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 10-20 მგ/დღეში. სადღეღამისო დოზა თანაბრად იყოფა დღის განმავლობაში რამოდენიმე მიღებაზე. პრეპარატი ინიშნება ჭამის დროს. უკანასკნელი დოზა მიიღება ვახშმამდე. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზა დგინდება ინდივიდუალურად კლინიკური ეფექტიდან გამომდინარე, მკურნალობის პერიოდში თირკმლის ფუნქციის კონტროლით. ბავშვები (1 წელზე ზემოთ): 500 მკგ/კგ/დღეში. შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.​ მეტის ნახვა