ართროვინი ამპ. 200მგ/2მლ N10 (Arthrovin solution fot i/m incection 100mg/1ml 2ml #10)

ართროვინი ამპ. 200მგ/2მლ N10

Arthrovin solution fot i/m incection 100mg/1ml 2ml #10

ქვეყანა:
Romania
ბრენდი:
რომფარმი
99.95₾
რაოდენობა:
1

მიწოდება თბილისში: დღეს

რეგიონებში: 2 სამუშაო დღე

მსგავსი პროდუქტები:

ინფორმაცია პროდუქტზე:

შემადგენლობა: პრეპარატის 1 მლ აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: 100 მგ ქონდროიტინ ნატრიუმის სულფატი. დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან ქლორწყალბადის მჟავა, საინექციო წყალი. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ქსოვილების ტროფიკისა და რეგენერაციის სტიმულატორი. ჩვენებები: სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები, როგორიცაა: პერიფერიული სახსრების ოსტეოართროზები; მალთაშორისი ოსტეართროზი და ოსტეოქონდროზი. დოზირება და მიღების წესი: პრეპარატი ინიშნება კუნთშიდა ინექციის სახით 1 მლ დღეში. კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზა იზრდება 2 მლ-მდე, დაწყებული მეოთხე ინექციიდან. მკურნალობის კურსი - 25-30 ინექცია. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია განმეორებითი კურსების ჩატარება 6 თვის შემდეგ. გვერდითი მოვლენები: სიწითლე, ჭინჭრის ციება, დერმატიტი, მაკულოპაპულარული გამონაყარი, შეშუპებები, სისხლჩაქცევები ინექციის ადგილას, გულისრევა, ღებინება. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; მიდრეკილება სისხლდენისადმი; თრომბოფლებიტები. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: შესაძლებელია არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, ანტიაგრეგანტების, ფიბრინოლიზურების მოქმედების გაძლიერება, რაც მოითხოვს სისხლის შედედების მაჩვენებლის ხშირ კონტროლს ერთდროული გამოყენებისას. განსაკუთრებული მითითებები: აღინიშნება მკურნალობის პერიოდში სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის დაქვეითება. ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდირებული ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ ახდენს გავლენას. ჭარბი დოზირება: არ აღწერილა ჭარბი დოზირების შემთხვევები. გარეგნული სახე და შეფუთვა: ხსნარი კუნთშიდა შეყვანისთვის. უფერული, გამჭვირვალე სითხე. 2 მლ #5 უფერული მინის ამპულა გადასატეხი რგოლით კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში. 2 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში. შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში. ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი: “კ.ო. რომფარმკომპანის.რ.ლ.”, რუმინეთი. მეტის ნახვა