კამელინი-M2
CAMELYN– M2
პარასამკურნალო საშუალება.
წამლის ფორმა: კაფსულები.
შემადგენლობა: „კამელინი - М” ლიოფილიზატი – 0,0546გ.
მიკროკრისტალური ცელულოზა – 0,1981g.
პოლივინილპიროლიდონი – 0,0073g.
სამკურნალო საშუალება „კამელინი– M 2“ მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ალდეჰიდები, ორგანული მჟავები, ფენოლები, კეტონები.
აღწერა: კაფსულის შიგთავსი ყვითელი ფერის გრანულებია, დამახასიათებელი არომატული სუნით და სპეციფიური გემოთი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი, ანტიმიკრობული.
ჩვენება: გამოიყენება როგორც იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის დროს, როგორც დამხმარე საშუალება ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში: ვირუსული ინფექციების, ბაქტერიული ინფექციების, სოკოვანი ინფექციების, უროლოგიური დაავადებების (ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, ქრონიკული ურეტრიტი), სიმსივნური დაავადებების მკურნალობის დროს ქიმიოთერაპიული საშუალებებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემცირების თვალსაზრისით, ოსტეოართრიტის, სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების, პოლინეიროპათიების, პოსტოპერაციული პერიოდის და ტრავმების დროს.
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში: თითო კაფსულა 3–ჯერ დღეში, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
ბავშვებში 5-დან 12 წლამდე: თითო კაფსულა დღეში 1-ჯერ ან 2-ჯერ.
5 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. მკურნალობის კურსი ოცი დღე. კურსებს შორის შესვენება რვა დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2–დან 5 თვემდე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შემანარჩუნებელი მკურნალობის გაგრძელება.
გვერდითი მოვლენები: თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.
ჭარბი დოზირება: პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
საფრთხე ავტომანქანის მართვის ან დანადგარებთან მუშაობისას: პრეპარატის მიღება სიფრთხილეს არ მოითხოვს.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: „კამელინი-M2“ თავსებადია ყველა სამკურნალწამლო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთდასახელებული დაავადებების სამკურნალოდ.
გამოშვების ფორმა: 30 კაფსულა პლასტმასის ბოთლში. 1 ბოთლი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25o C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მეტის ნახვა