Pillz
დექსალგინი საშეტი - Dexalgin sachet 25გ 20 ცალი (Dexalgin gran sachet 25mg #20)

დექსალგინი საშეტი - Dexalgin sachet 25გ 20 ცალი

Dexalgin gran sachet 25mg #20

ქვეყანა:
19.25₾25.82₾
%25
რაოდენობა:
1

მიწოდება თბილისში: დღეს

რეგიონებში: 2 სამუშაო დღე

მსგავსი პროდუქტები:

ინფორმაცია პროდუქტზე:

შემადგენლობა აქტიური ნივთიერება: დექსკეტოპროფენი. ჩვენება გამოიყენება მწვავე მსუბუქიდან ზომიერამდე ტკივილის ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობისთვის, როგორიცაა მაგალითად, კუნთების ან სახსრების მწვავე ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი (დისმენორეა), კბილის ტკივილი. უკუჩვენება ალერგია დექსკეტროპროფენი ტრომეტამოლის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ. ალერგია აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ. ასთმა, ასთმის შეტევების ისტორია, მწვავე ალერგიული რინიტი, ცხვირის პოლიპები, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება ან გულმკერდში ხიხინი ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ. მზის სინათლის ზემოქმედებით კანის რეაქციები კეტოპროფენის ან ფიბრატების მიღებისას. წარსული პეპტიური წყლული, კუჭიდან ან ნაწლავიდან სისხლდენა, საჭმლის მონელების ქრონიკული პრობლემები. ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი). გულის მწვავე უკმარისობა, ზომიერიდან მძიმემდე თირკმელების უკმარისობა ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა. სისხლდენის ან სისხლის შედედების დარღვევები. მძიმე დეჰიდრატაცია, ღებინება, დიარეა ან სითხის არასაკმარისი მიღება. ორსულობის მესამე ტრიმესტრი ან ლაქტაცია. 18 წლამდე ასაკი. ბავშვები და მოზარდები პრეპარატი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის პირებში. მიღების წესი და დოზირება დოზა შეიძლება განსხვავდებოდეს ტკივილის ტიპის, სიმძიმისა და ხანგრძლივობის მიხედვით. რეკომენდებული დოზა: 1 საშეტი (25 მგ დექსკეტროპროფენი) ყოველ 8 საათში, დღეში მაქსიმუმ 3 საშეტი (75 მგ). ხანდაზმული ან თირკმელების/ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის საწყისი დოზა: მაქსიმუმ 2 საშეტი დღეში (50 მგ). საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს 3 საშეტამდე დღეში (75 მგ), თუ კარგად აიტანება. ინტენსიური ტკივილის დროს საშეტები მიიღება უზმოზე (ჭამამდე მინიმუმ 15 წუთით ადრე) სწრაფი შეწოვისთვის. შენახვის წესი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. გაცემის წესი ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე. მეტის ნახვა