შემადგენლობა:
გალაქტოარაბინანის პოლიგლუკურონის მჟავა კროსპოლიმერი*, ქსანთანის ფისი, გლიცერინი, კაპრილილ გლიკოლი.
ძირითადი ინგრედიენტი 2QR-კომპლექსის ფხვნილი
ჩვენებები:
მულტი-ჯინ აქტიგელი გამოიყენება ბაქტერიული ვაგინოზის (BV) სამკურნალოდ. მისი გამოყენების სარგებელია:
– ამცირებს სუნს და გამონადენს;
– გააჩნია პირდაპირი დამამშვიდებელი ეფექტი;
– ანორმალიზებს ვაგინალურ pH-ს და ფლორას;
– წარმოადგენს ბუნებრივ პროდუქტს.
მულტი-ჯინ აქტიგელი ძალზე ეფექტურია ბაქტერიული ვაგინოზის და მასთან დაკავშირებული სიმპტომების დროს, როგორიცაა თხელი ნაცრისფერი გამონადენი, თევზის სუნი, ქავილი, გაღიზიანება, მგრძნობელობა, სიწითლე და ტკივილი.
მიღების წესები და დოზირება:
– ბაქტერიული ვაგინოზის (BV) სამკურნალოდ გარკვეული რაოდენობით
მულტი-ჯინ აქტიგელი გამოიყენეთ საშოში, სულ მცირე დღეში ორჯერ, მინიმუმ 5 დღე. რეკომენდებულია აპლიკაციის გამოყენება ძილის წინ.
– ვაგინალური დისკომფორტის დროს, როგორიცაა ქავილი და გაღიზიანება, მულტი-ჯინ აქტიგელი საკმარისი რაოდენობით წაისვით დღეში ერთხელ მაინც ან საჭიროებისამებრ.
მულტი-ჯინ აქტიგელი არ უნდა იქნას გამოყენებული ზედიზედ 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
თუ ჩივილები გრძელდება ან განმეორდება, მიმართეთ თქვენს ექიმს.
განსაკუთრებული მითითება
მულტი-ჯინ აქტიგელის გამოყენების შემდეგ თუკი იგრძნობთ წვის ან/და ჩხვლეტის შეგრძნებას – არ ინერვიულოთ, ეს ნორმალურია და სწრაფად გაივლის.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ძუძუთი კვების დროს მულტი-ჯინ აქტიგელის გამოყენებასთან დაკავშირებით უკუჩვენებები არ არის ცნობილი. გამოყენების შესაძლებლობა განიხილეთ თქვენს ექიმთან.
შენახვის პირობები
მულტი-ჯინ აქტიგელი შეინახეთ 10-25˚C-მდე ტემპერატურაზე (ოთახის ტემპერატურა). მულტი-ჯინ აქტიგელი შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა