Pure - ფიური
ONE მულტივიტამინი 30 კაფსულა
ფიური®O.N.E. მულტივიტამინი
შეიცავს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ვიტამინების, მინერალების, მაკრო და მიკროელემენტების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაბალანსებულ კომპლექსს, რომელიც:
• ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციური დაავადებების, გაციების, გარემოს მავნე ფაქტორების მიმართ (4)
• აუმჯობესებს ორგანიზმის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას (4)
ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციას (6-8)
აუმჯობესებს თმა, კანი, ფრჩხილის სტრუქტურას (6-8)
ახელს უწყობს მხედველობას, გულს-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის ფუნქციონირებას (5)
აღადგენს ენერგეტიკულ ბალანსს (6-8)
შეიცავს მეტაფოლინს®, ფოლიუმის ბუნებრივ, მეტაბოლურად აქტიურ ფორმას და მაღალი აბსორბციის A, B, C, D და E ვიტამინებს (1-3)
აქვს მოსახერხებელი დოზირების რეჟიმი: მიიღება ერთი კაფსულა დღეში
ვიტამინი A + E + D + K + თუთია + იოდი
აძლიერებს იმუნურ სისტემას, ახდენს ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებას
B ჯგუფის ვიტამინები (მათ შორის მაღალი ბიოშეღწევადობის, ფოლატის მეტაბოლურად აქტიური ფორმა მეტაფოლინი) + მაგნიუმი + კალციუმი
ზრდის დოფამინის გამომუშავებას, მდგრადობას ემოციური სტრესის მიმართ, ხელს უწყობს ქრონიკული დაღლილობის და სტრესის შემცირებას, აუმჯობესებს გულის ფუნქციას. კალციუმი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჯანსაღი ძვალ-სახსროვანი სისტემის შესანარჩუნებლად.
ლიკოპენი + ლუთეინი
აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს და ოპტიკურ მაჩვენებლებს, იცავს თვალს ულტრაიისფერი სხივები დამაზიანებელი ზემოქმედებისგან.
ქოლინი
არის ვიტამინი B4, რომელიც ახდენს ცხიმების ცვლის ნორმალიზებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
L-კარნიტინი + კოენზიმი Q10
- მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, აუმჯობესებს კონცენტრაციას, მეხსიერებას, ზრდის სტრესისადმი ორგანიზმის მდგრადობას.
ქრომი + მანგანუმი + სპილენძი + მოლიბდენი
აძლიერებს იმუნურ სისტემას და მონაწილეობს ენერგიის მეტაბოლიზმში.
ვიტამინი C + რკინა
ამცირებს რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკს.
სელენი და კაროტინოიდები
ძლიერი ანტიოქსიდანტებია, ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას.
სელენი
ამცირებს სტრესს და დაღლილობას.
სპილენძი, ვიტამინი C, ვიტამინი E და სელენი
იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
რეკომენდებულია (კომპლექსურ თერაპიაში):
ჰიპო და ავიტამინოზი
მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა
შრომისუნარიანობის დაქვეითება
თვალის დაავადებების კომპლექსური მკურნალობა
იმუნიტეტის დაქვეითება
ეგზემა, ნეიროდერმიტი, დერმატოზები
თმის ცვენა, კანის სიმშრალე, თმის და ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შემადგენლობა:
1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: ვიტ. A - 1 125 მკგ (ვიტ. A აცეტატი და 73% ბეტა კაროტინი), ვიტ. C - 180 მგ (ასკორბინის მჟავა), ვიტ. D - (ქოლეკალციფეროლი) (D3) - 50 მკგ (2000 სე), ვიტ. E (d-ალფა ტოკოფეროლის სუქცინატი) - 20 მგ, თიამინი (თიამინ HCL)(B1) - 3 მგ, რიბოფლავინი (ვიტამინი B2 და 43% რიბოფლავინ 5 ფოსფატი)(აქტივირებული B2) - 3 მგ, ნიაცინი - 20 მგ (ნიაცინამიდი), ვიტ. B6 (პირიდოქსინ HCL და 38% პირიდოქსალ 5 ფოსფატი)(აქტივირებული B6) - 4 მგ, ფოლატი - 667 მკგ (მეტაფოლინი, L-5-MTHF - 400 მკგ), ვიტ. B12 (მეთილკობალამინი) - 500 მკგ, ბიოტინი - 300 მკგ, პანტოთენის მჟავა (კალციუმის პანტოთენატი)(B5) - 10 მგ, ქოლინი (ქოლინის ბიტარტრატი) - 25 მგ, იოდი (კალიუმის იოდიდი) - 150 მკგ, თუთია - 25 მგ (თუთიის ციტრატი)
,
სელენი (სელენომეთიონინი) - 70 მკგ, მანგანუმი (მანგანუმის ციტრატი) - 2 მგ, ქრომი (ქრომის პოლინიკოტინატი) -200 მკგ, მოლიბდენი (მოლიბდენის გლიცინატი) - 75 მკგ, ბორი (ბორის გლიცინატი) - 1 მგ, ინოზიტოლი - 25 მგ, კოენზიმ Q10 (CoQ10 -და 18% მიკროაქტიური CoQ10 ციკლოდექტრინი) - 50 მგ, ალფა ლიპოის მჟავა - 50 მგ, ლუთეინი - 3 მგ, ზეაქსანტინი - 500 მკგ, ლიკოპენი - 500 მკგ.
დამატებითი ინგრედიენტები:
ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი), ასკორბილ პალმიტატი, კარტოფილის სახამებელი.
დოზირება:
მიიღება 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს 18 წლის ასაკიდან.
არ შეიცავს:
გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო - ს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანსცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის მინიმალური ვადა
: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.
გამოშვების ფორმა:
№30 კაფსულა.
მწარმოებელი:
Pure Encapsulations აშშ.
დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული, ვეგეტარიანული ინგრედიენტებისგან.
References:
1. McKay DL, et al. J Am Coll Nutr. 2000;19:613-621
2. Prinz-Langenohl R, et al. Br J Pharmacol. 2009 Dec; 158(8): 2014-2021.
3. Hammond BR, et al. Invest Ophthalmol Vis Sci. 2014 Dec 2;55(12):8583-9.
4. Tromba L, et al. Nutrients. 2019 Feb 12;11(2):375.
5. Madhavi D, et al. Integrative Medicine. 2010. 9(1).
6. Knott V, et al. Pharmacol Biochem Behav. 2015 Apr;131:119-29.
7. Kim JY, et al. Atherosclerosis. 2011 Mar;215(1):189-95.
8. Hossein-Nezhad A, et al. PLoS One. 2013;8(3):e58725.