ნატალი პრე 30 კაფსულა ორთომოლი - Orthomol (ორთომოლი ნატალი პრე კაფსულა პერორალური N30)

ნატალი პრე 30 კაფსულა ორთომოლი - Orthomol

ორთომოლი ნატალი პრე კაფსულა პერორალური N30

ქვეყანა:
Germany
ბრენდი:
ორთომოლი
170.00₾
რაოდენობა:
1

მიწოდება თბილისში: დღეს

რეგიონებში: 2 სამუშაო დღე

მსგავსი პროდუქტები:

ინფორმაცია პროდუქტზე:

ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში! ორთომოლი® ნატალი პრე შეიგრძენი დედობის სიხარული! ორთომოლი® ნატალი პრეს ვიტამინების და მინერალების კომპლექსი შექმნილია ქალის რეპროდუქციული (ფერტილური) ფუნქციის მხარდაჭერას. ორთომოლი® ნატალი პრეში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები და მახასიათებლები: ფოლიუმის მჟავა - მონაწილეობს პლაცენტის ფორმირებაში, ამცირებს ნაყოფის თანდაყოლილი მანკების განვითარების რისკს (ზურგის ტვინის თიაქარის პრევენცია). ორთომოლი® ნატალი პრეში შემავალი Quadrefolic®-ი არის ფოლატის აქტიური ფორმა, ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით. კოენზიმი Q10 - იცავს კვერცხუჯრედებს, უზრუნველყოფს მათ ჯანმრთელობას და ფერტილობას. იოდი + თუთია - ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას, ნაყოფის სწორ განვითარებას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ბაქტერიების და ვირუსების მიმართ, აძლიერებს იმუნურ სისტემას. იოდის დეფიციტი იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი დონის შენარჩუნება როგორც ნაყოფის, ისე დედის ჯანმრთელობისთვის. ვიტამინი D - არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის დონეს, ხელს უწყობს იმუნური სისტემის მხარდაჭერას. ვიტამინი B6 + ვიტამინი B12 - მნიშვნელოვანი კომპონენტებია ფოლიკულის მომწიფებისთვის, ოვულაციის ნორმალური მიმდინარეობისთვის, არეგულირებს ჰომოცისტეინის დონეს, ენერგეტიკულ ბალანსს, ხელს უწყობს მომავალი დედის მენტალურ ჯანმრთელობას და ნაყოფის ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, იმუნური და ენდოკრინული სისტემების ნორმალურ განვითარებას. იხილეთ ბლოგი: ორთომოლეკულური მედიცინა და საკვები დანამატები დაორსულებამდე თუ მის შემდეგ რეკომენდებულია ქალის რეპროდუქციული (ფერტილური) ფუნქციის მხარდასაჭერად. შემადგენლობა: დღიური დოზა 1 კაფსულა შეიცავს: შემადგენლობა დღიური დოზა %RM** ვიტამინები: ვიტამინი D 20 მკგ (800 სე) 400 ვიტამინი B6 1,4 მგ 100 ფოლის მჟავა, აქედან 800 მკგ 400 პტეროილმონოგლუტამინის მჟავა 400 მკგ (6S)-5-მეთილტეტრაჰიდროფოლის მჟავას გლუკოზამინის მარილი (Quatrefolic®) 400 მკგ ვიტამინი B12 9 მკგ 360 მინერალები: თუთია 5 მგ 50 იოდი 150 მკგ 100 ასევე შეიცავს: კოენზიმ Q10 70 მგ *** · ° RE = რეტინოლის ექვივალენტები · °° IU = საერთაშორისო ერთეულები · *** ევროკავშირის რეკომენდაცია არ არის ხელმისაწვდომი დამატებითი ინგრედიენტები: კოენზიმი Q10, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, თუთიის ციტრატი, მაგნიუმის L ტრეონატი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, (6S)-5-მეთილტეტრაჰიდროფოლს-გლუკოზამინალი, პტეროილმონოგლუტამინაზა, კალიუმიოდატი, ფეროლი, მეთილკობალამინი. ორთომოლი® ნატალი პრეს მიღების წესი: მიიღება 1 კაფსულა დღეში საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, სამი თვე. გაფრთხილება • არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას • საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს. შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შენახვის მინიმალური ვადა : შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე. გამოშვების ფორმა: №30 კაფსულა ბლისტერზე. მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია. გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.