რეოკონი ტაბლეტი N100 (Reocon Tab N100)

რეოკონი ტაბლეტი N100

Reocon Tab N100

ქვეყანა:
South Korea
ბრენდი:
დევონ ფარმი
125.64₾
რაოდენობა:
1

მიწოდება თბილისში: დღეს

რეგიონებში: 2 სამუშაო დღე

მსგავსი პროდუქტები:

ინფორმაცია პროდუქტზე:

რეოკონი შემადგენლობა: რეოკონის ერთი, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული, ტაბლეტი შეიცავს: პანკრეატინი – 175 მგ (ამილაზა 4200 F.I.P. ერთეული, ლიპაზა 5367 F.I.P. ერთეული, პროტეაზა 222 F.I.P. ერთეული), დიმეტიკონი – 25 მგ, ჰემიცელულაზა – 50 მგ, ხარის ნაღვლის ექსტრაქტი – 25 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზას ფტალატი, დიაცეტილირებული მონოგლიცერიდი, საქაროზა, ჟელატინი, კალციუმის კარბონატი, ტიტანის ოქსიდი, კარნაუბის ცვილი. ჩვენებები: - საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება - მუცლის შებერილობა (სიმპტომური თერაპიის სახით) - ქრონიკული პანკრეატიტის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების დამხმარე თერაპია - ღეჭვის გართულებით გამოწვეული საჭმლის მონელების პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია ასაკთან და/ან კბილის პროთეზთან - მუცლის ღრუს ორგანოების მომზადება რადიოლოგიური გამოკვლევების წინ უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა რეოკონში შემავალი კომპონენტების მიმართ. მიღების წესი და დოზირება: რეოკონი მიიღება 1 ან 2 ტაბლეტი კვების შემდეგ ან უშუალოდ კვების დროს. ტაბლეტი არ უნდა დაიღეჭოს. გვერდითი მოვლენები: იშვიათად პირის ღრუს და ლოყის ლორწოვანი გარსის ანთება, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. ვარგისობა და შენახვის პირობები: რეოკონის ვარგისობის ვადა - 3 წელი. დაუშვებელია მისი მიღება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ! ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მეტის ნახვა