სილიმარინი 60 კაფსულა ფიური - Pure (ფიური/სილიმარინი კაფსულა N60)

სილიმარინი 60 კაფსულა ფიური - Pure

ფიური/სილიმარინი კაფსულა N60

ქვეყანა:
USA
ბრენდი:
ფიური
93.00₾
რაოდენობა:
1

მიწოდება თბილისში: დღეს

რეგიონებში: 2 სამუშაო დღე

მსგავსი პროდუქტები:

ინფორმაცია პროდუქტზე:

სილიმარინი 60 კაფსულა ფიური - Pure ჯანსაღი ღვიძლისთვის! ფიურის სილიმარინი მიიღება მცენარე ბაყაყურას (Silybum marianum) თესლისგან. მისი ძირითადი აქტიური კომპონენტია სილიბინი, რომელსაც აქვს ჰეპატოპროტექტორული მოქმედება. · ხელს უწყობს ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებას, ცილების სინთეზის ბუნებრივ პროცესს ღვიძლის უჯრედებში · უზრუნველყოფს ჰეპატოციტების ანტიოქსიდანტურ დაცვას · სტანდარტიზებულია - შეიცავს 80% სილიმარინს · დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებისგან სილიმარინს აქვს კარგად გამოხატული ანტიოქსიდანტური (ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს და აფერხებს უჯრედების დაზიანებას), ანთების საწინააღმდეგო (თრგუნავს პროსტაგლანდინების და ლეიკოტრიენების წარმოქმნას), დეტოქსიკაციური (აჩქარებს ტოქსინების გამოყოფას ღვიძლიდან, მათ შორის ალკოჰოლისა და მედიკამენტების) მოქმედება. რეკომენდებულია ღვიძლის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად. შემადგენლობა 1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: სილიმარინი - 250 მგ. დამატებითი ინგრედიენტები : ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი). დოზირება მიიღება 18 წლიდან 1 კაფსულა 1-4-ჯერ დღეში კვებებს შორის შუალედში. უკუჩვენება ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ. გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას. არ შეიცავს : გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო - ს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანს ცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს. შენახვის პირობები შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე. გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა. მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ. დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული ვეგანური ინგრედიენტებისგან. Pure encapsulation® №1 გლობალური ბრენდია ამერიკასა და ევროპაში, რეკომენდებული ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ. კომპანია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვებ დანამატებს სამეცნიერო კვლევების საფუძველზე. Pure encapsulation®-ის ყველა ინოვაციური პროდუქტი ვეგეტარიანულ კაფსულებთან ერთად ჰიპოალერგიულია. თითოეული პროდუქტი მუშავდება (SOP)-ის სტანდარტით, რათა თავიდან იქნას აცილებული შემადგენელი ინგრედიენტების ჯვარედინი დაბინძურება. კომპანია არ იყენებს დამატებით საფარებს, უნივერსალურ შემკვრელებს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, ფერებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს, რაც ხელს უშლის ან ამცირებს პროდუქტის კომპონენტების ბიოშეღწევადობას. ასევე, იხილეთ: არკოფლუიდი ღვიძლის დეტოქსი 20 ამპულა არკოფარმა - Arkopharma