კომფორტის ზონა 90 კაფსულა სოლგარი - Solgar (Solgar comphort zone #30)

კომფორტის ზონა 90 კაფსულა სოლგარი - Solgar

Solgar comphort zone #30

ქვეყანა:
USA
ბრენდი:
სოლგარი
132.08₾
რაოდენობა:
1

მიწოდება თბილისში: დღეს

რეგიონებში: 2 სამუშაო დღე

მსგავსი პროდუქტები:

ინფორმაცია პროდუქტზე:

სოლგარი - კომფორტის ზონა შემადგენლობა: ნახშირწყლების მომნელებელი ფერმენტები: ამილაზა: 12,500 DU პექტინაზა/ფიტაზა: 75 ენდო-PGU ინვერტაზა: 300 SU მალტაზა: 300 DP ალფა-გალაქტოზიდაზა: 150 GaIU ცილების მომნელებელი ფერმენტები: პროტეაზა: 50,000 HUT SP ბრომელაინი: 100,000 PU პაპაინი: 100,000 PU ცხიმების მომნელებელი ფერმენტი: ლიპაზა: 1,000 FIP რძის პროდუქტების მომნელებელი ფერმენტი: ლაქტაზა: 1,000 ALU ბოჭკოვანი საკვების მომნელებელი ფერმენტი: ცელულაზა: 500 CU ​ ​ დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა მაგნიუმის სილიკატი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.​ დაბალანსებული მცენარეული ნაკრები: კვლიავის ფხვნილი (Cuminum cyminum) აუმჯობესებს კუჭის მოტორულ და სეკრეტორულ ფუნქციებს, გასტრიტის და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ჰიპოსეკრეციის დროს; ასტიმულირებს საკვების მონელებას, ახასიათებს ნაღველმდენი, ანტისეპტიკური, ყაბზობის და მეტეორიზმის საწინააღმდეგო მოქმედება; აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის ფუნქციებს; ხელს უწყობს ცხიმების წვას და წონის კორექციას. ცერეცოს ექსტრაქტი (4: 1) (Foeniculum vulgare), მოქმედებს როგორც სპაზმოლიტიკი და ინიშნება დისპეფსიის და ფაღარათის დროს. გვირილის ყვავილი (Matricaria recutita) , გამოიყენება როგორც მადეზინფიცირებელი და ანთების საწინააღმდეგო კომპონენტი, ახდენს სუსტ ატროპინისმაგვარ მოქმედებას, ადუნებს გლუვ მუსკულატურას, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას და ხსნის სპაზმს. ჯინჯერის ექსტრაქტი 4: 1 (Zingiber officinale) ფარმაკოლოგიური ეფექტი განპირობებულია H1 ჰისტამინური, M ქოლინორეცეპტორების და კუჭ-ნაჭლავის ტრაქტში არსებული 5HT – 3 სეროტონინული და დოფამინური D2 რეცეპტორების ბლოკირებით. ჯინჯერის (კოჭას) ექსტრაქტი ავლენს ანტიქოლინერგულ, ანტინეიროკინეტიკურ, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას ანისულის ფხვნილი - ხასიათდება სპაზმოლიზური, მეტეორიზმის საწინააღმდეგო, დეტოქსიკაციური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ​ ჩვენება: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მწვავე და ქრონიკული ანთებით-დისტროფიული დაავადებები (გასტრიტი, ენტერიტი, ენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, ბილიარული ობსტრუქცია, ქოლესტაზური ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, წვრილი ნაწლავის ტერმინალური ნაწილის პათოლოგია, დისბაქტერიოზი) კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორული ფუნქციის უკმარისობა (ქრონიკული პანკრეატიტი, მუკოვისციდოზი, კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე, სიმსივნით განპირობებული სადინარების ობსტრუქცია, შვახმან-დაიმონდის სინდრომი, ხანდაზმული ასაკი) გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა; არასწორი კვება, ცხიმიანი და ძნელად მოსანელებელი საკვების მიღება; ავადმყოფობის და ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი; კუჭისა და წვრილი ნაწლავის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს საჭმლის მონელების დარღვევა; მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევისთვის მომზადება; დოზირება: მიიღება თითო კაფსულა ყოველი კვების დროს. არ მიიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. შენახვა: შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელა ადგილას. მეტის ნახვა