ტორეო - Toreo სპრეი 25მგ/მლ (60დ) 30მლ (Toreo spay 25mg/1ml 30ml)

ტორეო - Toreo სპრეი 25მგ/მლ (60დ) 30მლ

Toreo spay 25mg/1ml 30ml

ქვეყანა:
Spain
ბრენდი:
ედეფარმი
136.00₾
რაოდენობა:
1

მიწოდება თბილისში: დღეს

რეგიონებში: 2 სამუშაო დღე

მსგავსი პროდუქტები:

ინფორმაცია პროდუქტზე:

ტორეო შემადგენლობა: 100 მლ სპრეი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: სილდენაფილის ციტრატი 2.582 გ, რაც 1.838 გ სილდენაფილის ეკვივალენტურია. დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული წყალი - 66.018 მლ; ეთილის სპირტი - 5.00 გ; პოვიდონი - 5.00 გ; პროპილენგლიკოლი - 10.00 გ; პოლისორბატი 80 - 0.80 გ; პეგ -12 გლიცერილ დიმირისტატი - 3.00 გ; მენთოლი - 0.30 გ; სუკრალოზა - 1.00 გ; მარილმჟავა 1M - 5.00 გ; პიტნის არომატიზატორი 93-130/C - 0.50 გ; ნატრიუმის ბენზოატი - 0.10 გ; ალუბლის არომატიზატორი 93139/C - 0.60 გ; დინატრიუმის ედეტატი - 0.10 გ. გამოყენების ჩვენებები: ერექციის დარღვევები, რომლებიც სასქესო ორგანოს ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობის გამო ვერ უზრუნველყოფს დამაკმაყოფილებელ სქესობრივ აქტს. გამოყენების წესი და დოზირება: ტორეო სპრეი არის ახალი სამკურნალო ფორმა, რომელიც ექიმის რეკომენდაციებისა და პაციენტის მოთხოვნების შესაბამისად დოზის შეცვლის საშუალებას იძლევა. სპრეის თითოეული დოზა შეადგენს 0.68 მლ ხსნარს, რომელიც 12.5 მგ სილდენაფილის ეკვივალენტურია. მოზრდილებში ტორეოს ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზაა 4 შესხურება (50 მგ სილდენაფილი) სექსუალურ აქტივობამდე ქ საათით ადრე ერთხელ დღეში. მიიღება პერორალურად, ე.ი. პირში შესხურების შემდეგ გადაიყლაპება. პაციენტის საჭიროებების ან სამედიცინო ჩვენებების გათვალისწინებით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე დღეში (8 შესხურება დღეში) ან შემცირდეს 25 მგ-მდე დღეში (2 შესხურება დღეში). 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში რეკომენდებულია 25 მგ დღეში (2 შესხურება დღეში). სწორი გამოყენებისათვის მნიშვნელოვანია დოზირებულ სარქველზე ზეწოლა მოხდეს ქვედა ზღვრამდე ერთი უწყვეტი დაჭერით იმდენჯერ, რამდენჯერაც დანიშნულია ექიმის მიერ. ტორეო სპრეის საშუალებით შესაძლებელია სილდენაფილის დოზის შემცირება ექიმის რეკომენდაციების და პაციენტის საჭიროებების შესაბამისად. შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 30 C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. მეტის ნახვა