ბიოციტი ლიპოსომური მაგნიუმი - Biocyte liposomal Magnesium 300მგ 60 კაფსულა (ბიოციტი ლიპოსომური მაგნიუმი 300მგ კაფსულა N60)

ბიოციტი ლიპოსომური მაგნიუმი - Biocyte liposomal Magnesium 300მგ 60 კაფსულა

ბიოციტი ლიპოსომური მაგნიუმი 300მგ კაფსულა N60

ქვეყანა:
France
ბრენდი:
ლაბორატოირე ბიოციტი
90.00₾
რაოდენობა:
1

მიწოდება თბილისში: დღეს

რეგიონებში: 2 სამუშაო დღე

მსგავსი პროდუქტები:

ინფორმაცია პროდუქტზე:

ბიოციტი ლიპოსომური მაგნიუმი კაფსულები N60 სასურსათო დანამატი შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს მიკროკაფსულირებულ ლიპოსომურ მაგნიუმს (Mg) 300 მგ. (80% NRV) (მაგნიუმის ოქსიდი, მაგნიუმის კარბონატი, მაგნიუმის ბისგლიცინატი, ლეციტინი ), კაფსულა გარედან დაფარულია მცენარეული წარმოშობის გარსით (ცელულოზის წარმოებული), ტაურინი 150 მგ., ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, ვიტამინი B3 16 მგ. (100% NRV ), ვიტამინი B 5 6 მგ. (100% NRV ), ვიტამინი B 1 4,2 მგ. (381% NRV ), ვიტამინი B 2 3 მგ. (214% NRV ), ვიტამინი B 6 2 მგ. (144% NRV ), ვიტამინი B 8 450 მკგ. (900% NRV ), ვიტამინი B 9 200 მკგ. (100% NRV ). ფარმაკოლოგიური მოქმედება: ლიპოსომური მაგნიუმი, ტაურინი და B ჯგუფის ვიტამინები შეიწოვება სრულყოფილად და მიიტანება თითოეულ უჯრედამდე. ლიპოსომური ტექნოლოგია და შემადგენელი კომპონენტების მიკროკაფსულირებული ფორმა უზრუნველყოფს სრულ აბსორბციას და მაღალ ბიოშეღწევადობას. ლიპოსომური მაგნიუმი მონაწილეობს ატფ_ის სინთეზში და ენერგიის წარმოქმნაში, აუცილებელია კუნთების რელაქსაციისთვის; ნერვულ სისტემაზე აქვს დამამშვიდებელი, ანტი-სტრესული მოქმედება, იცავს თავის ტვინის უჯრედებს გადამეტებული აგზნებისგან. მაგნიუმი ხელს უწყობს ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებას, აუმჯობესებს ინსულინის სინთეზს და გლუკოზის მეტაბოლიზმს, არეგულირებს გულის რითმს, არტერიულ წნევას, სისხლძარღვთა ტონუსს. მაგნიუმი, ტაურინი და B ჯგუფი არეგულირებს ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმს, მონაწილეობს უჯრედების ენერგიით მომარაგებაში, არეგულირებს ცხიმებისა და ჰომოცისტეინის ბალანსს, აუცილებელია ნერვული სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. ლიპოსომური მაგნიუმი, ტაურინი და B ჯგუფის ვიტამინები დაცულია კუჭის წვენის მჟავას დამშლელი მოქმედებისგან. გამოყენების რეკომენდაციები: ქრონიკული გადაღლა, ემოციური გადაძაბვა, ემოციური ლაბილობა, სტრესი, ,,მენეჯერის სინდრომი“, მუდმივი გონებრივი სამუშაო, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, სპორტი და ფიზიკური დატვირთვა, კუნთების დაჭიმულობა და სპაზმი (კრამპი), ელექტროლიტური დისბალანსი, არასრულფასოვანი კვება და საკვები, ვიტამინების ნაკლებობა, მინერალებისა და ვიტამინების გაძლიერებული დანაკარგი (ოფლიანობა, დიურეზული საშუალებების გამოყენება, ქრონიკული სტრესი), გულის რითმის დარღვევები (როგორც დამხმარე საშუალება), ნევროლოგიური დაავადებები (როგორც დამხმარე საშუალება), შაქრიანი დიაბეტი (როგორც დამხმარე საშუალება), ნევრალგია (როგორც დამხმარე საშუალება); მიკრონუტრიენტების დეფიციტი (მათ შორის ვეგეტარიანელებსა და ვეგანებში). დოზირება და მიღების წესი: მიიღება 12 წლიდან ზევით, 1 კაფსულა 2_ჯერ დღეში, კვების შემდგომ. პროდუქტი წარმოადგენს საკვებ დანამატს, შესაბამისად ის ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღ საკვებს. ნუ გადააჭარბებთ დადგენილ დღიურ დოზას. ნუ გამოიყენებთ პროდუქტს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდგომ. ვარგისიანობის ვადა მითითებულია ბოთლის ძირზე. ორსულობა დალაქტაცია : მიღებამდე რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25 გრადუსი ცელსიუსისა. შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების, ნესტისგან დაცულ ადგილას. მოარიდეთ ბავშვებს. გამოშვების ფორმა : კაფსულა N60 ბოთლში. მწარმოებელი : LABORATOIRE BIOCYTE , 75008 Paris , France .