ამელოტექსი-NEW - Ameloteks 15მგ 6 სუპოზიტორია (Ameloteks tab 15mg #20)

ამელოტექსი-NEW - Ameloteks 15მგ 6 სუპოზიტორია

Ameloteks tab 15mg #20

ქვეყანა:
Russia
ბრენდი:
სოტექსი
49.95₾
რაოდენობა:
1

მიწოდება თბილისში: დღეს

რეგიონებში: 2 სამუშაო დღე

მსგავსი პროდუქტები:

ONE 18

99.00₾

🇺🇸 Celebrate Vitamins

ONE 18 • 1 pcs

ინფორმაცია პროდუქტზე:

ამელოტექსი-ნიუ ტაბლეტი 15მგ შემადგენლობა: ​აქტიური ნივთიერების სახით 1 აბი შეიცავს მელოქსიკამს-  15 მგ; დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ცელულოზა მიკროკრისტალური, ნატრიუმის ციტრატი, პოვიდონი, კროსპოვიდონი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი. ჩვენებები: ​ოსტეოართროზი; რევმატოიდული ართრიტი; ანკილოზირებადი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება). დანიშნულია სიმპტომატური თერაპიისთვის, ტკივილისა და ანთების შესამცირებლად გამოყენების მომენტში, დაავადების პროგრესირებაზე გავლენას არ ახდენს. უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან დამხმარე კომპონენტების მიმართ; უკუნაჩვენებია აორტოკორონარული შუნტირების ჩატარების შემდეგ პერიოდში; გულის დეკომპენსირებული უკმარისობა; ბრონქიალური ასთმის, ცხვირისა და პარანაზალური სინუსების რეციდივირებადი პოლიპოზის სრული ან არასრული შერწყმა და აცეტილსალიცილის მჟავისა და სხვა არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო საშუალებების აუტანლობა (მ.შ. ანამნეზში); კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზიულ-წყლულოვანი ცვლილებები, კუჭ-ნაწლავის აქტიური სისხლდენა; ნაწლავების ანთებითი დაავადებები (არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება); ცერებროვასკულარული სისხლდენა ან სხვა სისხლდენები; ღვიძლის გამოხატული უკმარისობა ან ღვიძლის აქტიური დაავადება; თირკმლის გამოხატული უკმარისობა ავადმყოფებში, რომლებიც აქ ექვემდებარება დიალიზს (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ ნაკლები), თირკმლის პროგრესირებადი დაავადებები, მ.შ. დადასტურებული ჰიპერკალიემია; ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი; 15 წლამდე ბავშვთა ასაკი. პრეპარატის შემადგენლობაში ლაქტოზის არსებობასთან დაკავშირებით, პაციენტებს იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, ისეთი, როგორიცაა ლაქტოზის აუტანლობა, ლაქტოზის დეფიციტი ან გლუკო-გალაქტოზის მალაბსორბციით პრეპარატის მიღება დაუშვებელია. გამოყენების წესი და დოზები: პრეპარატი გამოიყენება შიგნით ჭამის დროს ერთხელ დღეში. დოზირების რეკომენდებული რეჟიმი: რევმატოიდული ართრიტი: 15 მგ დღე-ღამეში. მკურნალობის ეფექტზე დამოკიდებულებით დოზა შეიძლება შემცირდეს 7,5 მგ-მდე დღე-ღამეში. ოსტეოართროზი: 7,5 მგ დღე-ღამეში. არაეფექტურობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს 15 მგ-მდე დღე-ღამეში. ანკილოზირებადი სპონდილოართრიტი: 15 მგ დღე-ღამეში. მაქსიმალური დღე-ღამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15 მგ. პაციენტებს გვერდითი ეფექტების განვითარების გაზრდილი რისკით, აგრეთვე პაციენტებში თირკმლის გამოხატული უკმარისობით, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7,5 მგ დღე-ღამეში. შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას ტემპერატურაზე 25 C. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ​ მეტის ნახვა