ბიოციტი
ლიპოსომური
C D3 Zn
სასურსათო დანამატი
შემადგენლობა:
1 საშეტი (რომელის შიგთავსს წარმოადგენს ფხვნილი) შეიცავს მიკროკაფსულირებულ ლიპოსომურ
C
ვიტამინს 1000 მგ. (25 მკგ.), მიკროკაფსულირებულ ლიპოსომურ
D3
ვიტამინს 1000 ს.ე, მიკროკაფსულირებულ ლიპოსომურ თუთიას (
Zn) 15
მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის ხსნადი ბოჭკო, ლეციტინი, კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის კარბონატი, თუთიის ოქსიდი, თუთიის გლუკონატი, ინულინი, საშუალოჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, მაგნიუმის ციტრატი; დამატკბობელი შაქრის შემცვლელი: სტევიას გლიკოზიდები (
Stevia),
ფერის მიმცემი: კურკუმინი.
კაფსულა გარედან დაფარულია მცენარეული წარმოშობის გარსით (ცელულოზის წარმოებული).
ლიპოსომური ტექნოლოგია
აუმჯობესებს პროდუქტის შემადგენელი კომპონენტების
შეწოვას და უზრუნველყოფს უფრო მაღალ ბიოშეღწევადობას, არალიპოსომურ ფორმებთან შედარებით.
მიკროკაფსულირებული ლიპოსომური C D3 Zn მდგრადია კუჭის წვენისა და ნაწლავის ფერმენტების დამშლელი ზემოქმედების მიმართ.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მიკროკაფსულირებული ლიპოსომური C–D3–Zn წარმოადგენს სამ მნიშვნელოვანი ნივთიერების კომბინაციას:
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)
– ანტიოქსიდანტი და იმუნური ფუნქციის მხარდამჭერი
;
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)
– ძვლების, იმუნიტეტისა და ჰორმონული სისტემის რეგულაციისთვის
;
თუთია
– უჯრედული გამრავლებისთვის, იმუნური პასუხის ფორმირებისთვის, კანისა და ლორწოვანების დამცველობითი ფუნქციის უზრუნველსაყოფად.
ვიტამინი C:
აძლიერებს იმუნურ უჯრედთა აქტივობას
,
აუცილებელია კოლაგენის სინთეზისთვის
,
ძლიერი ანტიოქსიდანტია
,
აუმჯობესებს რკინის შეწოვას
.
ვიტამინი D3:
არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმს, უზრუნველყოფს ძვლების მინერალიზაციას, ამაგრებს კუნთოვან ფუნქციას, მონაწილეობს იმუნური სისტემის მოდულაციაში.
თუთია: აუცილებელია >300 ფერმენტის მუშაობისთვის, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური დაზიანებისგან, მნიშვნელოვანია კანის, ლორწოვანების და იმუნური ბარიერების გაძლიერებისთვის.
გამოყენების რეკომენდაციები:
იმუნიტეტის დეფიციტი, ხშირი ავადობა, ინფექციების გართულებული მიმდინარეობა; ინფექციების პრევენცია ვირუსულ სეზონზე, რესპირაციული ინფექციების დროს კომბინაციაში სხვა საშუალებებთან ერთად, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა, კვების დეფიციტი.
დოზირება და მიღების წესი:
მიიღება 12 წლიდან ზევით, 1 საშეტი 1_ჯერ დღეში, კვების შემდგომ. განაზავეთ საშეტის შიგთავსი მცირე რაოდენობით წყალში და მიიღეთ. უმჯობესია პროდუქტის მიღება დღის პირველ ნახევარში.
პროდუქტი წარმოადგენს საკვებ დანამატს, შესაბამისად ის ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღ საკვებს. ნუ გადააჭარბებთ დადგენილ დღიურ დოზას. ნუ გამოიყენებთ პროდუქტს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდგომ. ვარგისიანობის ვადა მითითებულია ბოთლის ძირზე.
ორსულობა დალაქტაცია:
პროდუქტი სრულიად უსაფრთხოა ორსულთათვის, თუმცა, პროდუქტის მიღებამდე რეკომენდებულია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
შენახვის წესი:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25 გრადუსი ცელსიუსისა.
შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების, ნესტისგან დაცულ ადგილას. მოარიდეთ ბავშვებს.
გამოშვების ფორმა:
ფხვნილი საშეტში N14, მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი
:
LABORATOIRE BIOCYTE
,
75008 Paris
,
France
.