Pillz
ფურადონინი - Furadonin 0.05გ 10 ტაბლეტი (Furadonin tab 50mg #10)

ფურადონინი - Furadonin 0.05გ 10 ტაბლეტი

Furadonin tab 50mg #10

ქვეყანა:
Belarus
ბრენდი:
ბორისოვო
0.35₾
რაოდენობა:
1

მიწოდება თბილისში: დღეს

რეგიონებში: 2 სამუშაო დღე

მსგავსი პროდუქტები:

ინფორმაცია პროდუქტზე:

საერთაშორისო დასახელება - NITROFURANTOIN მოქმედი ნივთიერება: ნიტროფურანტოინი კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკრობული საშუალება, ნიტროფურანი შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ტაბლეტები: ბლისტერზე 20 ტაბ. 1 ტაბ. ნიტროფურანტოინი ......... 50 მგ წარმოადგენს ანტიბაქტერიული მოქმედების საშუალებას, რომელიც გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ. პრეპარატს ახასიათებს ბაქტერიოსტატური მოქმედება (ბაქტერიციდული - მაღალი კონცენტრაციით). მისი მოქმედების სპექტრი მოიცავს მიკროორგანიზმებს, რომლებიც იწვევენ საშარდე გზების ინფექციებს: E.coli, Klebsiella, Enterobacter, enterococci და Staphilococcus. ნიტროფურანტონით მკურნალობის დროს იშვიათად აღინიშნება რეზისტენტობა მის მიმართ. ჯვარედინი რეზისტენტობის შემთხვევები ანტიბიოტიკებთან არ არის დადგენილი. პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებია: enterococci, E.coli, Citrobacter spp., group B, streptococci, Staphilococcus aureus, Staphilococcus epidemodis. საშარდე გზების ინფექციების იშვიათად იწვევს Salmonella spp., Bacteroides spp., Streptococcus pneumoniae.. პრეპარატის მიმართ ნაწილობრივ ან ზომიერად მგრძნობიარე მიკროორგანიზმებია: Llebsiela pneumoniae, Enterobacter spp.,proteus spp., Providencia spp., Serratia spp. რეზისტენტულია -Pseudomonas aeruginosa, Proteus mirabilis, Pseudomonas cepacia, acinetobacter. ჩვენებები: საშარდე გზების მწვავე და ქრონიკული ანთება; ცისტიტი, პიელიტი, პიელონეფრიტი; საშარდე გზების ინფექციის პროფილაქტიკა ოპერაციის წინ. მიღების წესი და დოზირება: მწვავე ინფექციების დროს მოზრდილებში: 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, 4-7 დღე, არა უმეტეს 10 დღის განმავლობაში. ბავშვებში 12-14 წლამდე - 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, 4-7 დღის განმავლობაში. ქრონიკული ინფექციების დროს: მოზრდილებში ხანგრძლივი თერაპია: 1-2 კაფსულა დღეში. ბავშვებში - 5-7 მგ/კგ წონაზე დღეში, დოზა იყოფა 4 მიღებაზე. პრეპარატის დოზა 2.5-3 მგ/კგ წონაზე საკმარისია ხანგრძლივი მკურნალობისათვის. ბავშვებში 3 თვემდე პრეპარატი არ ინიშნება. პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ. გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დარღვევები აღინიშნება 13-15%-ში, როდესაც პრეპარატის დოზა აღემატება 7 მგ/კგ/დღეში. ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნისტაგმი. პერიფერიული ნეიროპათიები აღინიშნება ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით, ელექტროლიტური დისბალანსით, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტით, პირველადი სიმპტომებია: პარესთეზია, მოძრაობის დაქვეითება. ალერგიული რეაქციები: ეგზანთემა, ეოზინოფილია, სხეულის ტემპერატურის მომატება, ქოლესტაზური ჰეპატიტი, ბრონქული ასთმის შეტევები, ექსუდაციური პლევრიტი, ანაფილაქსიური შოკი. ჰემოლიზური ან მეგალობლასტური ანემიები (ავადმყოფებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს) და აგრანულოციტოზი. აღწერილია თმის დროებითი ცვენის შემთხვევები. აღწერილია სპერმატოგენეზის დარღვევის შემთხვევები ეპითელიური უჯრედების დაზიანებისგამო. მეტის ნახვა