კონდიციონერი Repair
რეფი - REF
უსულფატო კონდიციონერი განკუთვნილია მშრალი, დაზიანებული და ქიმიურად დამუშავებული თმის აღდგენის, დაცვის და გაძლიერებისთვის.
სიღრმისეულად აღადგენს, ამცირებს დაზიანებას, იცავს თმის ღერის გარე შრეს, აძლიერებს თმის ბოჭკოებს.
100% ვეგანური, პროტეინით მდიდარი ბუნებრივი ექსტრაქტები, მურუმურუს კარაქი ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას, უბრუნებს თმას ბზინვარებას და სირბილეს, ხელს უწყობს ფერის დაცვას.
თმის ტიპი
განკუთვნილია მშრალი, დაზიანებული და ქიმიურად დამუშავებული თმისთვის.
გამოყენების წესი
გამოიყენება კვირაში 2-3-ჯერ. ძლიერად დაზიანებული თმის შემთხვევაში შეგიძლიათ გაზარდოთ გამოყენების სიხშირე.
შამპუნის გამოყენების შემდეგ დაიტანეთ ნოტიო თმაზე, 3-5 წუთში ჩამოიბარეთ. ძლიერად დაზიანებულ თმაზე შეგიძლიათ გაიჩეროთ 10 წუთამდე.
მოერიდეთ ზედმეტად ცხელი წყლის გამოყენებას, რათა თავიდან აირიდოთ თმის და სკალპის ზედმეტად გამოშრობა.
საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ სრული სერია: აღმდგენი შამპუნი, ნიღაბი,კონდიციონერი.
თერმული ხელსაწყოების გამოყენებამდე თმაზე დაიტანეთ თერმოდამცავი საშუალება.
ინგრედიენტები / შემადგენლობა
სელის თესლის ზეთი; მურუმურუს კარაქი; მზესუმზირის მარცვლის ზეთი; ჰიდროლიზებული ქინოას ექსტრაქტი; ჰიდროლიზებული მცენარეული ცილა.
ვეგანური, არ შეიცავს
SLS/SLES
-ს და პარაბენებს.
Aqua [Water], Cetearyl alcohol, Behentrimonium chloride, Cetrimonium chloride, Amodimethicone, Cetyl esters, Phenoxyethanol, Caprylic/capric triglyceride, Linum usitatissimum (Linseed) seed oil, Parfum [Fragrance], Panthenol, Isopropyl alcohol, Astrocaryum murumuru seed butter, Ethylhexylglycerin, Quaternium-95, Citric acid, Trideceth-10, Arginine, Butylene glycol, Glycerin, Limonene, Propanediol, Tocopherol, Hexyl cinnamal, Helianthus annuus (Sunflower) seed extract, Hydrolyzed quinoa, PEG-8, BHT, Hydrolyzed vegetable protein PG-propyl silanetriol, Citral, Linalool, PEG-8/SMDI copolymer, Palmitoyl myristyl serinate, Sodium polyacrylate.
მოცულობა
1000 მლ.
სერია/ხაზის შესახებ ინფორმაცია
თმის აღმდგენი სერია REF Ultimare Repair შექმნილია დაზიანებული, მშრალი, ქიმიურად დამუშავებული თმის აღსადგენად და გასაძლიერებლად. გამდიდრებულია ორგანული მურუმურუს კარაქისა და ქინოას ცილებისგან თმის სტრუქტურის აღსადგენად და ტენიანობის შესანარჩუნებლად.
სერიაში შედის აღმდგენი შამპუნი, ნიღაბი და კონდიციონერი.
უზრუნველყოფს ფერის დაცვას - გააჩნია ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვა. არის 100% ვეგანური, პარაბენების და სულფატების გარეშე. ხელს უწყობს ამინომჟავების შენარჩუნებას თმაში, რაც თმას უფრო ძლიერს და ელასტიურს ხდის. ანიჭებს სირბილეს, ბზინვარებას და ელასტიურობას. არ იტესტება ცხოველებზე.
ბრენდის/მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია
REF დაარსდა 2011 წელს, შვედეთში, როდესაც პროფესიონალების ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ შეექმნათ ისეთი
თმის მოვლის საშუალებები
, რომლებიც იქნებოდა ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო. დასაწყისშივე რეფის ძირითადი მიზანი იყო პროფესიონალური და ყოველდღიური მოვლის პროდუქციის შექმნა, რომლებიც მომხმარებლებს საუკეთესო შედეგებს შესთავაზებდა.