Pillz
ნუროფენი ფორტე - Nurofen Forte 400მგ 12 ტაბლეტი (Nurofen tab forte 400mg #12)

ნუროფენი ფორტე - Nurofen Forte 400მგ 12 ტაბლეტი

Nurofen tab forte 400mg #12

ქვეყანა:
GB flagEngland
ბრენდი:
რეკიტ ბენკიზერი
5.65₾
რაოდენობა:
1

მიწოდება თბილისში: დღეს

რეგიონებში: 2 სამუშაო დღე

მსგავსი პროდუქტები:

ინფორმაცია პროდუქტზე:

საერთაშორისო დასახელება - ibuprofen კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით ჩვენებები სახსრებისა და ხერხემლის ანთებითი-დეგენერაციული დაავადებები (მათ შორის - რევმატიული და რევმატოიდული ართრიტები, მაანკილიზებელი სპონდილიტი, ოსტეოართროზი), სახსრების სინდრომი პოდაგრის გამწვავების პერიოდში; ფსორიაზული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ტენდინიტი, ბურსიტი, რადიკულიტი, რბილი ქსოვილების და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმული ანთება; ნევრალგია, მიალგია, ტკივილის სინდრომი ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების და ადნექსიტის დროს; ალგოდისმენორეა, თავის ტკივილი, კბილის ტკივილი; ფებრილური მდგომარეობა (ცხელება) ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს. დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია, დაავადების ნოზოლოგიური ფორმისა და კლინიკურ გამოვლინებათა სიმძიმის მიხედვით. პერორალური გზით მიღებული ან რექტალურად (სწორ ნაწლავში) შეყვანილი იბუპროფენის დოზა ზრდასრულებში 200-800 მგ შეადგენს, მიღების სიხშირე 3-4-ჯერ დღეში; ბავშვებში სადღეღამისო დოზაა 20-40 მგ/კგ რამდენიმე მიღებაზე განაწილებული. მაქსიმალური დოზა ზრდასრულებისათვის: 2-4 გ მიღების ორივე წესის შემთხვევაში (პერორალურად ან რექტალურად). გვერდითი მოვლენები მომნელებელ სისტემაში: ხშირია გულისრევა, უმადობა, ღებინება, დისკომფორტი ეპიგასტრიუმში, ფაღარათი; მოსალოდნელია კუჭ-ნაწლავის არხის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებაც, იშვიათად - სისხლდენა; ხანგრძლივი მიღების შედეგად მოსალოდნელია ღვიძლის ფუნქციის მოშლაც. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ხშირია თავის ტკივილი, თავბრუ, ძილის მოშლილობა, აგზნება, გადახრები მხედველობაში. სისხლის წარმომქმნელ სისტემაში: ხანგრძლივი მიღების შედეგად მოსალოდნელია ანემია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი. შარდის გამომყოფ სისტემაში: ხანგრძლივი მიღების შედეგად მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციის მოშლა. ალერგიული რეაქციები: ხშირია კანზე გამონაყარი, კვინკეს შეშუპება; იშვიათად - ასეპტიკური მენინგიტი (უპირატესად აუტოიმუნური დაავადებების შემთხვევებში); ბრონქოსპაზმური სინდრომი. ადგილობრივი რეაქციები: გარეგანი ხმარების დროს მოსალოდნელია კანის ჰიპერემია, წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება. უკუჩვენებები * კუჭისა და ნაწლავების ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები გამწვავების ფაზაში; * მხედველობის ნერვის დაავადება - „ასპირინული ტრიადა“, დარღვევები სისხლის წარმოქმნაში; * აშკარა გადახრები თირკმლისა ან ღვიძლის ფუნქციებში; * ჭარბი მგრძნობელობა იბუპროფენისადმი. მეტის ნახვა