თიროკომბი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
(კაფსულები#30)
შემადგენლობა: 2 კაფსულა შეიცავს: L-თიროზინი-150მგ*; აშვაგანდა (რანეტის ფესვი- მცენარის ფხვნილი)-100მგ*; ლიმონურა (შიზანდრა-მცენარის ფხვნილი)-120მგ*; მაგნიუმი (ოქსიდი)–100მკგ 24 %; იოდი (ლამინარია)- 75მკგ 50 %; ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)–50მკგ 2083,5%; თუთია (ოქსიდი)–4მგ 36,5%; სელენი (ამინომჟავასთან ხელატი) 100მკგ 182%; სპილენძი (ოქსიდი) 0,1მგ 11%; მანგანუმი (ამინომჟავასთან ხელატი) 1მგ 43,5%.
*დღიური დოზა არ არის დადგენილი
ჩვენება: თიროკომბში შემავალი მცენარეებისა და მიკროელემენტების სრულყოფილი კომპლექსი ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზაციას და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. მისი რეგულარული გამოყენება უზრუნველყოფს მთელ რიგ სარგებელს, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ოპტიმალურ პროდუქციასა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაუმჯობესებას. ის აგრეთვე დადებით გავლენას ახდენს თირკმელზედა ჯირკვლებზე, რომელთა ფუნქციაც ხშირად ქვეითდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებასთან ერთად.